სტრუქტურა


პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „Next Page Foundation"-ი საკუთარი და პროექტის საბჭოს საშუალებით, რომლებიც პროექტის მიმდინარეობას მეთვალყურეობენ და არეგულირებენ ისეთ საკითხებს რომლებიც Next Page Foundation -ის და ევროკომისიას შორისდადებულ შეთანხმებაში არ არის მითითებული.

მრჩეველთა კომიტეტი


წიგნის სექტორში, საკონსულტაციო ინფორმაციის გაცვლის მიზნით, თითოეულმა ლოკალურმა პარტნიორმა ორგანიზაციამ დააფუძნა მრჩეველთა კომიტეტი. კომიტეტი კონსულტაციას გაუწევს პროექტს კონკრეტულ საკითხებში, ასევე ხელს შეუწყობს იდეების განვითარებას. კომიტეტები სამივე ქვეყანაში მუშაობენ ორი მიმართულებით:"კითხვა და კითხვის პოპულარიზაცია" და "თარგმანები და თარგმანების პოპულარიზაცია"

კომიტეტების შესახებ დამატები ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე:

მრჩეველთა კომიტეტი სომხეთში:

მრჩეველთა კომიტეტი საქართველოში:

მრჩეველთა კომიტეტი უკრაინაში:

Next Page Foundation - ის შესახებ

ორგანიზაცია Next Page Foundation-ის საქმიანობა ეფუძნება  იმ ამოსავალ დებულებას, რომლის მიხედვითაც ცოდნისა და ინფორმაციის წვდომა გადამწყვეტია კულტურათა შორის დიალოგისა და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის.ამგვარად, ფონდის მიზანია დაეხმაროს არაპრივილეგირებულ ჯგუფებს, ენებსა და ქვეყნებს იდეების აქტიურ გაცვლაში. ამ მიზნის მისაღწევად Next Page Foundation-ი ავითარებს კულტურულ პროგრამებსა და პროექტებს წიგნების, კითხვისა და თარგმნის სფეროში. ორგანიზაცია, რომელიც სოფიაში (ბულგარეთი) საკუთარ მცირე ოფისშია განთავსებული მთელი მოსფლიოს მაშტაბით სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან თანამშრომლობს. Next Page Foundation-ი წარმოადგენს კულტურის სფეროში ერთგვარ შუამავალს ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და ევროპის სამეზობლოში. მისი დაარსებიდან (2001წ) მოყოლებული ფონდის მხარდაჭერით  271 წიგნი ითარგმნა 20 ენაზე, ჩატარდა 43 კვლევა საგამომცემლო და მთარგმნელობითი საქმიანობის შესახებ, მოეწყო 20-ზე მეტი ღონისძიება, როგორებიცაა ტრენინგები, სემინარები, საჯარო დისკუსიები, კონფერენციები და სხვა პროექტები პრიორიტეტულ სფეროსა და რეგიონებში.


პროექტის პერსონალი
იანა გენოვა
აღმასრულებელი მენეჯერი
დააჭირეთ მეტი ინფორმაციისთვის
იანა გენოვა ორგანიზაცია Next Page Foundation ის დირექტორია 2001 წლიდან. მან ფონდში საქმიანობისას განახორციელა უამრავი საგამომცემლო საგრანტო სქემა, პოლიტიკის კვლევა და სხვადასხვა პროექტები აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. იანა მუშაობდა ევროკომისიის კონსულტანტად კულტურის სფეროში სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციებში, ქალაქ სოფიის, ბულგარეთის კულტურის სამინისტროში.
ygenova@npage.org
ანა პორტარსკა
პროგრამის მენეჯერი
დააჭირეთ მეტი ინფორმაციისთვის
ანა პორტარსკა Next Page Foundation-ის „წიგნის პლატფორმის“ მენეჯერია. მის პასუხისმგებლობას მიეკუთვნება პროექტის სათანადო და დროული განხორციელება, ასევე ეფექტური ფინანსური მართვა. სანამ Next Page-ის გუნდს შეუერთდებოდა, ანა გახლდათ ბულგარეთის გამომცემელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, მუშაობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებზე ბალკანეთში, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში პროექტის მენეჯერად და კონსულტანტად.
aportarska@npage.org
დიანა იოზიფოვა
კომუნიკაციების მენეჯერი
დააჭირეთ მეტი ინფორმაციისთვის
დიანა იოზიფოვა „წიგნის პლატფორმის“ საინფორმაციო ბიულეტესნისა და ვებგვერდის რედაქტორია. ის Next Page Foundation-ის დანარჩენ პროექტებზეც მუშაობს. დიანა ფლობს ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის (CEU) მაგისტრის ხარისხს, აგრეთვე სოფიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ევროპისმცოდნეობაში.
dyosifova@npage.org
Arevik Ashkharoyan
ადგილობრივი მენეჯერი სომხეთში
დააჭირეთ მეტი ინფორმაციისთვის
Arevik Ashkharoyan is the Executive Director of Armenian Literature Foundation (ALF) and the founder of 1st Armenian Literary Agency. With an extensive managerial experience within international and public institutions, she has now committed herself to the promotion of Armenian literature abroad and development of book sector in Armenia. As a cultural manager she has also been working for both a state funded and private dance companies. One of her biggest accomplishments is the initiation of the concept and establishment of the Armenian Literature Foundation. Starting with December 2013 ALF has become local partner of Book Platform Project in Armenia, with Arevik appointed as the local manager.
arevik@1litagency.am
Lianna Aghamyan
ადგილობრივი ასისტენტი სომხეთში
დააჭირეთ მეტი ინფორმაციისთვის
Lianna Aghamyan is the Program Manager of Armenian Literature Foundation and Book Platform project assistant in Armenia. She holds MA in Political Science and International Affairs from the American University in Armenia. Before joining ALF Lianna has been the Communications Officer of the Armenian representative office of an Italian business company.
lianna@literature.am
სალომე მაღლაკელიძე
ადგილობრივი მენეჯერი საქართველოში
დააჭირეთ მეტი ინფორმაციისთვის
სალომე მაღლაკელიძე არის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და პროექტ „წიგნის პლატფორმის“ ლოკალური მენეჯერი. მას აქვს გამომცემლობაში მუშაობის გამოცდილება, როგორც საავტორო უფლებების მენეჯერს, ასევე იყო საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე და საერთაშორისო ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მენეჯერი. სალომეს დამთავრებული აქვს საგამომცემლო-სარედაქციო საქმე (ბაკალავრიატი), განათლების მენეჯმენტი (მაგისტრატურა) და ამჟამად არის სადოქტორო პროგრამის სდუდენტი განათლების მეცნიერებების მიმართულებით. ის ასევე კითხულობდა სალექციო კურსს ,,ზრდასრულთა განათლების საკითხები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
projects@gpba.ge
ნინო კიკნაძე
ადგილობრივი ასისტენტი საქართველოში
დააჭირეთ მეტი ინფორმაციისთვის
ნინო კიკნაძე არის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი და “წიგნის პლატფორმის“ პროექტის ასისტენტი საქართველოში. ბაკალავრის ხარისხი აქვს ხელოვნებათმცოდნეობის განხრით, ამ ეტაპზე ის ეუფლება მაგისტრის ხარისხს მედია მენეჯმენტში. ასოციაციაში მოსვლამდე მუშაობდა რამდენიმე არასამთავრობო და კულტურულ ორგანიზაციაში საქართველოში, ასევე ებრაული კულტურისა და განათლების ცენტრში პოლონეთში.
info@gpba.ge
ირინა ლეპსკა
ადგილობრივი მენეჯერი უკრაინაში
დააჭირეთ მეტი ინფორმაციისთვის
ირინა ლეპსკა არის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ლვივის ,,გამომცემლეთა ფორუმში’’. ამ ორგანიზაციაში ირინა 2010 წლიდან მუშაობს. მისი გამოცდილება უკავშირდება შემდეგი ღონისძიებების ორგანიზებას: ლვივის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა და ლიტერატურული ფესტივალი, ლვივის საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი და სხვა ლიტერატურული პროექტები. ირინას აქვს მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში და ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტში.
ilepska@bookforum.com.ua
Khrystyna Mykhailiuk
ადგილობრივი ასისტენტი უკრაინაში
დააჭირეთ მეტი ინფორმაციისთვის
Khrystyna Mykhailiuk is the Book Platform local assistant in Ukraine. She holds an MA in English Language and Literature. Previously Khrystyna has worked as a translator and a Foreign Students’ Department manager of the company “Lucky Star Travel”. She has gained experience in establishing educational connections with countries of Asia, Africa and the European Union. Khrystyna has also contributed to the organization of poetry readings and intellectual tournaments of Western Ukraine.
k.mykhailiuk@bookforum.com.ua
ვაჰან ხაჩატრიან
სომხეთში
დააჭირეთ მეტი ინფორმაციისთვის
ვაჰან ხაჩატრიანმა დააფუძნა სომხეთის გამომცემელთა ეროვნული ასოციაცია, რომელსაც მართავდა კიდეც 10 წლის განმავლობაში. მას განხორციელებული აქვს წიგნებთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტი, მონაწილეობდა მსოფლიოს უამრავ წიგნის ფესტივალზე როგორც სომხეთის სტენდის ორგანიზატორი. სომხეთის ყოველთვიური ჟურნალის BIP მთავარ რედაქტორს, მას უამრავი წიგნი აქვს გამოცემული წიგნის ინდუსტრიისა და საავტორო უფლებების შესახებ.
armnpa@netsys.am
წევრის სისტემაში შესვლა სიახლეები მედია საინფორმაციო ბიულეტენი ვადები და პირობები