03
Jan

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #15

Read the newsletter in English!
 
 Կարդացեք տեղեկագիրը հայերեն:
 
 Читайте вісник українською мовою!  

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #15

პროექტ „წიგნის პლატფორმის" გუნდი გისურვებთ ახალი საინტერესო წიგნებით, საუკეთესო თარგმანებითა და გამორჩეული ავტორებით მდიდარ წელს.  
ბიულეტენი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • ახალი ლოკალური პარტნიორი სომხეთში
  • „წიგნის პლატფორმის" მნიშვნელოვანი ღონისძიებები 2014 წელს
  • „წიგნის პლატფორმა" 2013 წელს - ფოტოები


ახალი ლოკალური პარტნიორი სომხეთში

წლის დასაწყისში, პროექტის გუნდს შეემატა მეორე პარტნიორი ორგანიზაცია  სომხეთში - სომხეთის ლიტერატურული ფონდი, რომელიც სომხეთის გამომცემელთა ეროვნულ ასოციაციასთან ერთად არის პროექტის პარტნიორი. ფონდის დაარსების მიზანია სომხური ლიტერატურის  საერთაშორისო აღიარებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სომხური წიგნის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ფონდი მიზნად ისახავს სომხური ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მის პოპულარიზაციას როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს თარგმანების დაფინანსების, წიგნის ფესტივალებზე მონაწილეობის, პროფესიული განვითარების პროგრამების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების მეშვეობით.

2014 წელს, პროექტთან დაკავშირებული აქტივობები სომხეთში განხორციელდება ახალი ლოკალური მენეჯერის - არევიკ აშკაროიანისა და ლოკალური ასისტენტის - ლილიანა აღამიანის მიერ.


  „წიგნის პლატფორმის"მნიშვნელოვანი ღონისძიებები 2014 წელს:

2014 წლის 21-22 თებერვალს
        2014 წლის აპრილში         სტაჟირება კითხვის ხელშეწყობის მიმართულებით
                     
სტაჟირება ლიტერატურის თარგმანის მიმართულებით
        გამოიცემა შემდეგი ნარკვევები: თარგმანების კვლევები ქართულიდან და ქართულ ენაზე, ასევე თარგმანები სომხურ ენაზე და მკითხველთა ჩვევების კვლევა უკრაინაში
        პრეზენტაციები, საჯარო განხილვები და პოლიტიკური დებატები
                     
18-20 თებერვალი 2014
       
მაისი 2014, თბილისის წიგნის ფესტივალის წინა პერიოდი
        სხვადასხვა აქტივობები, როგორც რეგიონალური, ასევე ევროკავშირის მასშტაბით


  „წიგნის პლატფორმა" 2013 წელს - ფოტოები














პროექტი „წიგნის პლატფორმა" ეხმარება წიგნის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული  უნარების განვითარებაში, საერთაშორისო კავშირების გაზრდაში და ქმნის მოქნილ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს  წიგნის კულტურის კონკურენტუნარიანი და მდგრადი გარემო სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში. ევროკავშირის  აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში „წიგნის პლატფორმა" არის Next Page Foundation -ის პროექტი, რომლის პარტნიორებიც არიან: სომხეთის ლიტერატურული ფონდი და გამომცემელთა ეროვნული ასოციაცია (სომხეთი), საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და უკრაინის გამომცემელთა ფორუმი.

 

აჩვენე ყველა

უახლესი ინფორმაცია
05/08/2014
Book Platform staff and stakeholders gathered in Tsaghkadzor, Armenia in the end of July 2014 for a week-long final self-evaluation and sustainability session on the project.
წაიკითხე მეტი
04/08/2014
Final Press-Conference of the Book Platform Project
წაიკითხე მეტი
17/07/2014
Press Release: Final Press-Conference of the Book Platform Project
წაიკითხე მეტი

მეტი სიახლეები

წევრის სისტემაში შესვლა სიახლეები მედია საინფორმაციო ბიულეტენი ვადები და პირობები