19
Jan
პრეს რელიზი: სამართლიანობა და თანამშრომლობა - სემინარი საქართველოში


პროექტ „წიგნის პლატფორმის''  და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელტა ასოციაციის ორგანიზებით სემინარი ,,სამართლიანობა და თანამშრომლობა: ინტელექტუალური საკუთრება, სამუშაო პირობები და ურთიერთანამშრომლობის გზები მწერლებისა და მთარგმნელებისათვის'' გაიმართება 25 – 26 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ღონისძიება ტარდება  პროექტ ,,წიგნის პლატფორმის'' ფარგლებში ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამის მხარდაჭერით.

მონაწილეთა რეგისტრაცია: 10:00;

სემინარი იწყება: 10:30-ზე.

სემინარის მიზნებია :
  • მწერლებისა და მთარგმნელების უფლებების შესახებ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება.  განხილული იქნება: კანონმდებლობასთან და კონტრაქტებთან დაკავშირებული საკითხები (საავტორო უფლებები, ჰონორარები) და ასევე სოციალური საკითხები (სიტყვის თავისუფლება, სამუშაო პირობები, ხილვადობა).
  • პლატფორმის შექმნა დისკუსიისა და აზრთა გაცვლისათვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მწერლები და მთარგმნელები და ასევე, გაიზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას.
  • დაბოლოს, სემინარის მიზანია მხარი დაუჭიროს მწერლებსა და მთარგმნელებს, რათა მათ გააუმჯობესონ ურთიერთობები გამომცემლებთან, სახელმწიფოსა და ფართო აუდიტორიასთან.
მონაწილეები : ქართველი მწერლები და მთარგმნელები

მოწვეული მომხსენებლები და მოდერატორები:

  • დანიელ ჰანი (დიდი ბრიტანეთი) - ბრიტანული ლიტერატურული მთარგმნელობითი ცენტრის დირექტორი, მწერალი, მთარგმნელი.
  • ლაშა ბაქრაძე (საქართველო) - ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი.
  • მედეა შენგელია/გიგა კობალაძე (საქართველო) - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის იურისტი
  • იანა გენოვა (ბულგარეთი) - ფონდ ,,ნექსთ ფეიჯის'' დირექტორი და პროექტ ,,წიგნის პლატფორმის'' მენეჯერი
სემინარი ორგანიზებულია ,,ნექსთ ფეიჯისა'' და ,,საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის'' მიერ ,,საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან'' თანამშომლობით.

წიგნის პლატფორმა
წარმოაგდენს ორგანიზაცია ,,ნექსთ ფეიჯის'' პროექტს, რომელიც თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან: საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია (საქართველო), გამომცემლების ეროვნული ასოციაცია (სომხეთი), გამომცემელთა ფორუმი (უკრაინა). პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამა.
პროექტის იდეა აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამის ზოგად მიზანს შეესატყვისება. შესაბამისად, პროექტი  ხელს უწყობს რეგიონის მდგრად განვითარებაში კულტურის როლის გაზრდას, აგრეთვე თანამშრომლობის გარღმავებას  აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონებსა  და ევროკავშირს შორის. პროექტის არსებობის ორნახევარი წლის მანძილზე სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში წიგნის სექტორი დახმარების ხელს მიიღებს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლის წინაშეც დგას მწერლობა, საგამომცემლო  და მთარგმნელობითი საქმიანობა.


მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://bookplatform.npage.org/ka/activities/205-collaborative-actions-book-sector-ge-ge.html

ან დაუკავშირდით:

ქეთევან ჯაყელი
პროექტის ადგილობრივი მენეჯერი.
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
ტელ: 995 570 101 601, 995 555 133068, 032 2 342390

EU დელეგაცია საქართველოში
თამრიკო მიქაძე
ელ – ფოსტა: tamriko.mikadze@ec.europa.eu

კომენტარი

ამ გამოცემაზე ჯერ არ არის კომენტარი.

 

 

აჩვენე ყველა

მედია
საინფორმაციო ბიულეტენი
31
Mar

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #18

28
Feb

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #17

03
Feb

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #16

03
Jan

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #15

30
Nov

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #14

აჩვენე ყველა

წევრის სისტემაში შესვლა სიახლეები მედია საინფორმაციო ბიულეტენი ვადები და პირობები