უკან  Structure & Staff


მრჩეველთა  კომიტეტი  კითხვის მიმართულებით საქართველოში


კომიტეტის მიზანია რომ კონსულტაცია გაუწიოს წიგნის პლატფორმის პროექტს  საქართველოში ცოდნის ამაღლებით და იმ პოლიტიკის აქტივობებით, რომელიც უკავშირდება კითხვას და კითხვის ხელშეწყობას (პოპულარიზაციას). კომეტეტი ელის რომ დაგეგმილი პროექტების საქმიანობა მისადაგებული იქნება ადგილობრივ საჭიროებებს, აგრეთვე კომიტეტის მიზანია მისცეს რჩევები ექსპერტებისა და მკვლევარების არჩევაზე და გახადოს ხელმისაწვდომი შედეგები ქვეყანაში. მრჩეველთა კომიტეტის ყოველი საქმიანობის/შეხვედრის შემდეგ დგება მემორანდუმი, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი.

წევრები

           ირინა სამსონია

ირინა სამსონია არის განათლებით ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ენების  განყოფილების დამთავრების შემდეგ მთელი მისი მოღვაწეობა უკავშირდება ზოგადი განათლების სფეროს. წლების განმავლობაში მუშაობდა სკოლის მასწავლებლად, ხოლო 2008 წლიდან დღემდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში, სადაც ამჟამად უკავია ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სახელმწიფო ენების ჯგუფის უფროსის თანამდებობა, მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება, ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტზე მუშაობა და პედაგოგების უზრუნველყოფა შესაბამისი დამხმარე მასალებითა და მეთოდიკური ლიტერატურით. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა დროს წიგნიერებაში ჩატარებული ეროვნული შეფასებების მომზადებასა და კვლევის შედეგების გაანალიზებაში. ამასთან ერთად, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მომზადებული აქვს არაერთი პუბლიკაცია, რომლებიც ეხება კითხვის და, ზოგადად, წიგნიერების უნარების განვითარებას. 

  ქეთევან ნინიძე

ქეთევან ნინიძე დაიბადა 1983 წელს- წიგნიერების განვითარების ცენტრის თავმჯდომარე,მეცნიერ-მკვლევარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 2004 წელს მან დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღო ბაკალვრის ხარისხი, შემდეგ 2006 წელს მაგისტრის ხარისხი. დღესდღეობით ის არის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის  დოქტორანტორის სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (შედარებითი ლიტერატურის ფაკულტეტი) მისი მეცნიერული ინტერესების სფეროა  ლიტერატურის, ლიტერატურის სოციოლოგიის და ლიტერატურული პრაქტიკის განვითარება. სხვადასხვა დროს ის ჩართული იყო მეცნიერულ და საგანმანათლებლო აქტივობებში საშუალო და უმაღლეს სკოლებში და სამეცნიერო კვლევის ცენტრებში, აგრეთვე  სხვადასხვა სტრუქტურულ გაერთიანებებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (ირმის ნახტომი,მასწავლებელთა სახლი- როგორც ექსპერტი და ჟიურის წევრი) ქალბატონი ქეთევანი არის გერმანული საზოგადოების საერთაშორისო გაერთიანებისთვის  სერტიფიცირებული სპეციალისტი დისტანციურ სწავლებაში, არის ავტორი 20 მეცნიერული პუბლიკაციის (ლიტერატურის განვითარების საკითხებზე, ინტერაქტიულ სწავლებაზე, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაზე და ა.შ) არის პერსონალის ხელმძღვანელი/ ავტორი 9 გრანტიანი პროექტისა, ასვე ავტორი და სასწავლო პროექტის შემდგენელი პირველი ქართული ონლაინ პროგრამისა მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის. მას აქვს მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში.

  რუსუდან ასათიანი

 რუსუდან ასათიანი დაიბადა თბილისში, საქართველო. 1997 წლიდან 2001 წლამდე სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2006 წლიდან ის სწავლობდა ფოტოჟურნალისტიკაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. რამდენიმე წელიწადი ის მუშაობდა სხვადასხვა გაზეთსა და კერძო კომპანიაში,როგორც ფოტოგრაფი და დიზაინერი. ახლა ის არის ახალი პრეზიდენტი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის.2009 წლიდან ის მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პლაკატებისა და ესტამპის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, მისი მთავარი როლი ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის ციფრული პროცესების მართვა. მან შექმნა და ხმარებაში შეიტანა პირველი ციფრული საცავი საქართველოში, დაფუძნებული ციფრული სივრცის პლატფორმაზე. როგორც პრეზიდენტი საქართველოს ბიბლიოთეკის ასოციაციისა, ის აქტიურად თანამშრომლობს თითქმის ყველა რეგიონულ ბიბლიოთეკასთან, ის გეგმავს და აწარმოებს სხვადასხვა ტრეინინგ-პროგრამებს მათთვისდა მათთანერთად, ასევე სხვა ასოციაციის წევრებისა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად, ეხმარება მათ ციფრულად გარდაქმნან თავიანთი ფონდები და სრულყონ რეგიონის ბიბლიოთეკართა პროფესიული უნარები. რუსუდანი ცხოვრობს თბილისში თავის ქმართან თორნიკე ასათიანთან და 2 შვილთან ერთად. მას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: ruska110@gmail.com

Meetings
1. Meeting on October 16, 2013
Issues for discussion: 1) To select the applicants for internship, and 2) To discuss readership study brochure issue.

უახლესი ინფორმაცია
05/08/2014
Book Platform staff and stakeholders gathered in Tsaghkadzor, Armenia in the end of July 2014 for a week-long final self-evaluation and sustainability session on the project.
წაიკითხე მეტი
04/08/2014
Final Press-Conference of the Book Platform Project
წაიკითხე მეტი
17/07/2014
Press Release: Final Press-Conference of the Book Platform Project
წაიკითხე მეტი

მეტი სიახლეები

წევრის სისტემაში შესვლა სიახლეები მედია საინფორმაციო ბიულეტენი ვადები და პირობები