სამართლიანობა და თანამშრომლობა: საქართველო

25-26 იანვარს, 2013
,,წიგნის პლატფორმის'' ფარგლებში 2013 წელს მეორე სემინარი ჩატარდება 25-26 იანვარს, თბილისში. სემინარის დასახელებაა: ,,სამართლიანობა და თანამშრომლობა: ინტელექტუალური საკუთრება, სამუშაო პირობები და ურთიერთანამშრომლობის გზები მწერლებისა და მთარგმნელებისათვის.'' ღონისძიება გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. სემინარი იმართება პროექტ ,,წიგნის პლატფორმის'' ფარგლებში ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამის მხარდაჭერით.

სემინარის მიზნებია:
  • მწერლებისა და მთარგმნელების უფლებების შესახებ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება.  განხილული იქნება: კანონმდებლობასთან და კონტრაქტებთან დაკავშირებული საკითხები (საავტორო უფლებები, ჰონორარები) და ასევე სოციალური საკითხები (სიტყვის თავისუფლება, სამუშაო პირობები, ხილვადობა).
  • პლატფორმის შექმნა დისკუსიისა და აზრთა გაცვლისათვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მწერლები და მთარგმნელები და ასევე, გაიზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას. დაბოლოს, სემინარის მიზანია მხარი 
დაუჭიროს მწერლებსა და მთარგმნელებს, რათა მათ გააუმჯობესონ ურთიერთობები გამომცემლებთან, სახელმწიფოსა და ფართო აუდიტორიასთან.

მონაწილეები: ქართველი მწერლები და მთარგმნელები.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია.
კოორდინატორი ქეთევან ჯაყელი, პროექტ
,,წიგნის პლატფორმის'' ადგილობრივი მენეჯერი, dir@gpba.ge

მოწვეული მომხსენებლები და მოდერატორები:

  • დანიელ ჰანი (დიდი ბრიტანეთი) - ბრიტანული ლიტერატურული მთარგმნელობითი ცენტრის დირექტორი, მწერალი, მთარგმნელი.
  • ლაშა ბაქრაძე (საქართველო) - ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი.
  • მედეა შენგელია (საქართველო) - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის იურისტი
  • იანა გენოვა (ბულგარეთი) - ფონდ ,,ნექსთ ფეიჯის'' დირექტორი და პროექტ ,,წიგნის პლატფორმის'' მენეჯერი




კომენტარი

ამ გამოცემაზე ჯერ არ არის კომენტარი.

დამატებითი ინფორმაცია
დაკავშირებული სიახლეები
03/01/2013
,,წიგნის პლატფორმის''  ფარგლებში 2013 წელს მეორე სემინარი ჩატარდება 25-26 იანვარს, თბილისში.
წაიკითხე მეტი
19/01/2013
პრეს რელიზი: სამართლიანობა და თანამშრომლობა - სემინარი საქართველოში
წაიკითხე მეტი
19/01/2013
პრეს რელიზი: პროექტ „წიგნის პლატფორმის“ პრეზენტაცია თბილისი, 25 იანვარი
წაიკითხე მეტი
28/01/2013
მესამე სემინარი სერიიდან - მწერალთა და მთაგმნელთა უფლებები -  თბილისში, ეროვნული
წაიკითხე მეტი
29/01/2013
პროექტ ,,წიგნის პლატფორმის'' პრეზენტაცია 25 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული
წაიკითხე მეტი
14/02/2013
The "Fair-Play and Collaboration" workshop, which took place in Tbilisi on 24-25 January 2013, and the project presentation that followed, were broadly covered by the online media, TV and radio. The announcement of the forthcoming workshop
წაიკითხე მეტი

მეტი სიახლეები

წევრის სისტემაში შესვლა სიახლეები მედია საინფორმაციო ბიულეტენი ვადები და პირობები