ქართული ენიდან 1991 წლიდან მიმდინარე მთარგმნელობითი პროცესის მიმოხილვა
ფაქტები, ტენდენციები, რეკომენდაციები
Why "Map" Translations?
წინამდებარე პუბლიკაცია 1991-2012 წლებში გამოქვეყნებული ქართული ენიდან შვიდ სხვა ენაზე შესრულებული თარგმანების შეფასებასთან დაკავშირებული ორწლიანი სამუშაოს შედეგია. მასში შესული ტექსტური ნაწილი და სტატისტიკური მონაცემები დიდწილად ემყარება ნაშრომებს,1 რომლებიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გა მავრცელებელთა ასოციაციასთან (GPBA) თანამშრომლობის შედეგად, შეასრულეს მკვლევარებმა. მათ შეადგინეს და განახორციელეს ქართული ენიდან ჩეხურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ, ესპანურ და შვედურ ენებზე შესრულებული თარგმანების სრულყოფილი ბიბლიოგრაფია და ანალიზი.
რატომ დგას პირველ ადგილზე თარგმანების კვლევა და შეფასება? თარგმანი იდეებისა და ლიტერატურული ნაშრომების სხვა ენებისა და კულტურებისთვის გაზიარების უაღრესად მნიშვნელოვანი საშუალებაა. ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექსტების ერთი ენიდან მეორეზე გადატანის საშუალება; ეს არის თვით ხელოვნება და შემოქმედებითი აქტი. თარგმანი არის ნებისმიერი ენისა და კულტურის მუდმივად გამდიდრების საშუალება, თუმცა ის ასევე გვახსენებს, რომ არცერთი კულტურა და ენა არ არის დახურული ერთეული.
სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში თარგმანი განსხვავებულ როლს ასრულებდა; დროსთან ერთად, იცვლებოდა თარგმანის ხარისხის კრიტერიუმებიც. სოციალური და ეკონომიკური ვითარებების ცვლილებით და სხვადასხვა შუამავლის (ავტორების, მთარგმნელების, გამომცემლების, ლიტერატურული აგენტების, ფინანსური კომპანიებისა და სხვ.) საქმიანობის წყალობით განისაზღვრება, თუ რა უნდა ითარგმნოს და შემდგომში როგორ უნდა მიაღწიოს თარგმანმა მკითხველამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ემყარება არჩევანს, თუ რა უნდა ითარგმნოს და გამოქვეყნდეს, ინტერესთა და ვარაუდთა მდიდარი და გამორჩეული მრავალფეროვნების გათვალისწინებით. გამოქვეყნების შემდეგ, თარგმანი სამიზნე ენის კონტექსტით იძენს ხორცს: უაღრესად ძნელია იმის განსაზღვრა, თუ ვინ იქნება მკითხველი, რამდენად წარმატებული იქნება წიგნი ბაზარზე და როგორი იქნება თითოეულ გამოქვეყნებულ წიგნთან დაკავშირებული აზრი.
თარგმანების – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქართული ტექსტებისა და ავტორების თარგმანთა მიმოქცევის – შეფასება მიმართულია იმ რთულად შესამჩნევი მექანიზმების გამოაშკარავებისკენ, რომლებიც ხელს უწყობენ თარგმანებს და ორ ენას შორის ლიტერატურულ კომუნიკაციებში მათ შემდგომ განვითარებას. ამგვარ კვლევებს კონკრეტული მნიშვნელობა აქვს ისეთი ენისთვის, როგორიცაა ქართული, მისი მდიდარი ტრადიციებითა და სათარგმნი ენის წყაროს მხრივ არაპრივილეგირებული პოზიციით. კვლევების ამ კრებულში წარმოდგენილია 1991 წლის შემდეგ ქართული ენიდან შვიდ სხვა ენაზე შესრულებული თარგმანების ფართო ბიბლიოგრაფიული მონაცემები. ცვალებად ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს კვლევები სხვადასხვა ინტერპრეტაციისა და ანალიზის შეუცვლელი წყაროა. ხსენებული კვლევების ავტორებმა სცადეს შემოეთავაზებინათ საქართველოში განათლებული, კულტურული და საგამომცემლო საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეხედულება:
არის თუ არა ქართული ლიტერატურა საკმაოდ ცნობილი უცხოელი მკითხველისთვის? რა მექანიზმებით თარგმნიან ქართული ენიდან და შემდგომ თარგმანის გამოცემა? რომელი
სასარეკლამო მექანიზმები ითვლება საუკეთესოდ და რა შეიძლება გაკეთდეს თარგმანების გამოყენებით ქართული კულტურის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავრცელების ხელშეწყობისთვის?
The publication "Translations from Georgian after 1991. Facts, Trends, Recommendations" consists of the following chapters:
- შესავალი /მედეა მეტრეველი, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" დირექტორი/
-
კვლევის მიმოხილვა
- ქართული ენიდან შესრულებული თარგმანების კვლევის მასშტაბები და მეთოდოლოგია
- კვლევის შედეგები
- წიგნის პლატფორმის დეკლარაცია თარგმანების წახალისებისა და ხელშეწყობისათვის
![]() |
![]() |
Download in English |
Download in Georgian |
Here you can also download:
1. ქართული ენიდან შესრულებულ თარგმანებთან დაკავშირებული შვიდივე კვლევის სრული
ტექსტური ვერსია: |
2. ბიბლიოგრაფიები ხელმისაწვდომია თარგმანების მონაცემთა ბაზაში. |
3. Power Point summary of data and conclusions from the 7 studies can be downloaded here in English |
4. თარგმანებთან დაკავშირებული სხვა სასარგებლო კვლევები სხვადასხვა ქვეყნიდან (ძირითადად ინგლისურ ენაზე) |
ეს გზამკვლევი შედგენილია ,,ნექსთ ფეიჯის'' პროექტ ,,წიგნის პლატფორმის'' ფარგლებში. პროექტი ,,წიგნის პლატფომრა'' დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ,,აღმოსავლეთ კულტურის პარტნიორობის პროგრამის'' ფარგლებში.
ეს პუბლიკაცია გამოიცა ევროკავშირის მხარდაჭერით. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის ავტორებს და მასში გამოხატული მოსაზრებები არ წარმოადგენს ევროკავშირის ოფიციალურ მოსაზრებებს.
დამატებითი ინფორმაცია
ქართულიდან გერმანულ
ქართულიდან ესპანურად
ქართულიდან ინგლისურ
ქართულიდან პოლონურად
ქართულიდან ფრანგულად
ქართულიდან შვედურად
ქართულიდან ჩეხურ
კომენტარი
ამ გამოცემაზე ჯერ არ არის კომენტარი.