რა საჭიროა „წიგნის პლატფორმა"?
საგამომცემლო სფეროს ერთერთი არსებითი მახასიათებელია კულტურისა და კომერციის სიმბიოზი. წიგნის სექტორის სიჯანსაღის ხარისხი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორთა ერთობლიობაზე, როგორებიცაა ეკონომიკური და ტექნოლოგიური ზრდა, ამავე დროს მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის განვითარების ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მაგალითად წიგნიერება, კრიტიკული აზროვნება, განათლება და მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წიგნის სექტორის გაძლიერებას შეუძლია წვლილი შეიტანოს მთლიანი შიდა პროდუქტისა და დასაქმების მაჩვენებლების ზრდაში, ის აგრეთვე შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების, მეტი ინფორმირებულობის და - საბოლოო ჯამში - დემოკრატიულ ღირებულებებზე აგებული საზოგადოების წინაპირობაა. წიგნის სექტორში მოღვაწე შემოქმედები, გამომცემლები და გამავრცელებლები მთელს მსოფლიოში ერთსა და იმავე გამოწვევებს აწყდებიან, მასმედია და ახალი ტექნოლოგიები ხელს უშლის კითხვის კულტურის განვითარებას. განვითარებად და გარდამავალ ქვეყნებში კი, ამ ყველაფერს თან ახლავს აგრეთვე ინფრასტრუქტურის სიმცირე, კულტურის პოლიტიკის არარსებობა და შეზღუდული ენობრივი ბაზარი.
განვითარების შესაძლებლობები | პოლიტიკური კვლევები | დიალოგი | რესურსები | ||
„წიგნის პლატფორმა" წარმოაგდენს ორგანიზაცია „Next Page Foundation"-ისპროექტს, რომელიც თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან: სომხეთის ლიტერატურული
ფონდი (სომხეთი), გამომცემელთა ეროვნული ასოციაცია (სომხეთი), საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა
ასოციაცია (საქართველო), გამომცემელთა ფორუმი (უკრაინა). პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამა". პროექტის იდეა „აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული
პროგრამის" საერთო მიზანს შეესატყვისება, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის მდგრად განვითარებაში კულტურის როლის ზრდას, აგრეთვე რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებას აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის
საჯარო ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ ორგანიზაციებსა და ევროკავშირს შორის. „წიგნის პლატფორმა" შემდეგი ორნახევარი წლის მანძილზე წიგნის სექტორს სომხეთში, საქართველოსა და
უკრაინაში იმ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება, რომლის წინაშეც საგამომცემლო საქმიანობა, მწერლობა და მთარგმნელობითი საქმიანობა დგას.
უახლესი ინფორმაცია
05/08/2014
Book Platform staff and stakeholders gathered in Tsaghkadzor, Armenia in the end of July 2014 for a week-long final self-evaluation and sustainability session on the project.
წაიკითხე მეტი
წაიკითხე მეტი